|
2016-10-13 16:52:43, 668 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუა და რაისა ატამბაევა იუსტიციის სახლს ესტუმრნენ
საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტისფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველი ლედი რაისაატამბაევა დღეს იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. თბილისის იუსტიციის სახლი ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ ვაჟთან კადირ ატამბაევთანერთად დაათვალიერა. სტუმრებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა უმასპინძლა. ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველი ლედი დოკუმენტების მიღების გამარტივებული პროცედურებითდაინტერესდა. შეხვედრის დასასრულს ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველ ლედის და მის ვაჟს სიმბოლური პასპორტებიგადასცეს. დღესვე ორი ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა საქრთველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულეს დასაქართველოს არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერეს. ღონისძიებების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სტუმრებს მეგობრულ ლანჩზე უმასპინძლა, რომელსაც საქართველოსპრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი და მისი მეუღლეც დაესწრნენ. დასასრულს ყირგიზეთის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მაკა ჩიჩუას გულითადი მასპინძლობისათვის და მას და პრეზიდენტის ქალიშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)