|
2016-10-13 15:59:24, 570 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გიორგი ჩხეიძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ჩხეიძე დაინიშნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე ეკონომისტის პროფესიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა. გარდა ამისა, გიორგი ჩხეიძეს სხვადასხვა სასწავლო პროგრამები აქვს გავლილი სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა მენეჯერთათვის, სამუშაო პრაქტიკა ამერიკულ კორპორაციებში), აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა სოფლის მეურნეობის ფინანსებსა და კრედიტში), თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში (ინგლისური ენის ინტენსიური სწავლების კურსი), თბილისის მენეჯერთა სკოლაში (სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები და მარკეტინგი, ფინანსების მართვა, ხელმძღვანელობა), ბიზნესის ადმინისტრირების ონლაინ კურსები (MBA პროგრამა მენეჯერთათვის). გიორგი ჩხეიძეს, 2012-2014 წლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა; გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იყო ლილოს წისქვილკომბინატის (შპს „ბეგი კომპანი“) გენერალური დირექტორი, შპს „ქართული პროდუქტების“ (რძისა და რძის პროდუქტების წარმოება ბრენდით „სოფლის ნობათი“) გენერალური მენეჯერი, შპს „დავით სარაჯიშვილი და ენისელის“ (ქართული კონიაკისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება) გენერალური დირექტორი, „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ (მსოფლიო ბანკი) საკრედიტო და საფინანსო კომპონენტის მენეჯერი, „საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრის“ (მსოფლიო ბანკი) სასოფლო ფინანსური განვითარების კომპონენტის მენეჯერი, ქსნის მინის ქარხნის (სს „მინა“) გენერალური დირექტორი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. (NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)