04:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 10:18:09, 604 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებსაც განახორციელებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა. შეხვედრაში NDI-ს,  IRI-ს, ეუთოსა და ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. შალვა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებზე და ხაზი გაუსვა საპოლიციო ღონისძიებების პროპორციულობას.

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიციის მხრიდან დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებებითაც დაინტერესდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  აღნიშნა, პოლიციამ არჩევნების დღეს დამატებითი რისკის ზონები გამოავლინა, რომლებზეც მეორე ტურში  ყურადღება გამახვილდება. გარდა ამისა, შალვა ხუციშვილის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებსაც განახორციელებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics