|
2016-10-12 19:56:55, 2096 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე: ლარის კურსი და ეკონომიკური მდგომარეობა მთავრობის მთავარი გამოწვევა იქნება
„ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ ლარის ინტერვენცია იყო გამოწვეული წინასაარჩევნო პერიოდით, მაგრამ რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ბანკმა არჩევნების შემდეგ სავალუტო ინტერვენციები მაინც გააგრძელა“, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ განუცხადა. ექსპერტის თქმით, როგორც წესი ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციას მაშინ არ ახორციელებს, როდესაც ლარის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებითაა გამოწვეული. "ჩემი აზრით, სახეზე არის მოკლევადიანი ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით გამოწვეული. ამასთანავე, იყოს გამოწვეული მოკლევადიანი აჟიოტაჟით და მოლოდინით, რაც უკავშირდება პოსტ საარჩევნო პერიოდს, თუმცა მე არ ველოდები დამატებით პოლიტიკურ ზეწოლას ლარის კურსზე. რაც მთავარია მოქმედ და ასევე შემდეგ პარლამენტს მოუწევს აქტიურად მუშაობა იმისთვის, რომ ლარის კურსის ვარდნა არ გაგრძელდეს და ეროვნულ ბანკს არ მოუწიოს მთელი რეზერვების დახარჯვა, რადგან ლარის კურსი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის თერმომეტრია. როდესაც მაღალი ეკონომიკური ზრდაა და როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ლარის კურსი მაშინ არის უკეთესი ვიდრე გვაქვს დღეს. შესაბამისად მე ვისურვებდი, რომ აქტიურად იმუშაოს როგორც მოქმედმა ასევე შემდეგმა მთავრობამ, რადგან ლარის კურსი და ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა მათი მთავარი გამოწვევა იქნება", - განაცხადა კეპულაძემ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3527 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0162 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.5920 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5900 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, 25 აგვისტოდან დღემდე, სებ-მა სავალუტო აუქციონზე 180 მილიონი დოლარი გაყიდა.
უკრაინულმა დრონებმა შემოდგომის დასაწყისიდან მეორედ შეუტიეს რუსეთის უდიდეს ბალტიის ზღვის პორტს
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)