|
2016-10-12 15:34:57, 606 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციას სენატორი ჯო დონელი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, მხარეებმა, აშშ-ს თავდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული სხვადასხვა პროექტის შედეგები შეაჯამეს. საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა სტუმრებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებსა და გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმები გააცნეს. შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ ამერიკელ სტუმრებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ავტომანქანები დაათვალიერებინა, რომელთა მეშვეობითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და შესაძლო წყაროების გამოვლენა ხდება. ვიზიტის ფარგლებში, სენატორმა ჯო დონელიმ და დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არსებული ეროვნული ანალიტიკური ცენტრი მოინახულეს, რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დამონტაჟებული რადიაციული პორტალების შედეგების ანალიზს უზრუნველყოფს. სტუმრებმა, ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სადახლო“ და საზღვარზე არსებული ინფრასტრუქტურა და ბირთვული და რადიაციული საფრთხეების გამოვლენისთვის საჭირო აღჭურვილობა დაათვალიერეს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)