01:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 15:56:24, 686 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ყველა ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს პარტია ერთპიროვნულად შეიტანს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასურლებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე.

„ამისთვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი ფორმატი და ყველა საკითხი სწორედ ამ ფორმატში უნდა იყოს განხილული. ყველა  საკონსტიტუციო ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე ნებისმიერ სხვა საკითხს. პრეზიდენტის არჩევის საკითხს ვერ განვიხილავთ სხვა ნორმებისგან იზოლირებულად. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ზოგადად მმართველობის ფორმასთან, რომელსაც გარკვეული მოდიფიკაცია ასევე შეიძლება შეეხოს. ჩვენ წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არც ერთ საკითხზე არა გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს მიღებული ფართო კონსესუსის  საფუძველზე“, - აღნიშნა კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics