23:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 12:51:41, 668 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: არ ვენდობი იმ პროცესს, რა თანმიმდევრობითაც შედეგები ქვეყნდებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის ენდობა იმ შედეგებს, რაც დაიდო, თუმცა არ ენდობა იმ პროცესს, რა თანამიმდევრობითაც შედეგები ქვეყნდებოდა.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშკარა იყო დაგეგმილი პროცესი, თავიდან როგორმე დაფიქსირებულიყო ის ციფრები, რაც სოციალურმა კვლევებმა აჩვენა.

„ვაღიარებ და ვენდობი იმ შედეგებს, რაც დაიდო. არ ვენდობი იმ პროცესს, რა თანმიმდევრობითაც ქვყენდებოა შედეგები. როგორც მოხდა, ის რომ პირველი 400 უბნის მონაცემები ისე გამოქვეყნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქონდა მაქსიმალური შესაძლო ეგზიტოლში ნაჩვენები, ყველა სხვას ქონდა მინიმალური. შემდეგი ოქმების შეყვანის პროცესში, ნელნელა „ოცნების“ შედეგები ქვევით იწევდა, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვების, მატულობდა. ეს შემთხვევით არ ხდება. ცოტა პოლიტიკური გამოცდილება გვაქვს, ცოტა არ იყოს ინფორმაციაც გვაქვს. მე არ ვამბობ, რომ ცესკო-მ რამე გააყალბა, მაგრამ ნამდვილად ვამბობ, რომ როცა 1000 უბნის მონაცემი დევს, აქედან ჯერ რომელი 300 შემოვიყვანოთ - მერე რომელი, ამაზე ვიღაც ზრუნავს. ეს არ არის სწორი. ვხედავთ სრულიად აშკარა დაგეგმილ პროცესს, რომ თავიდან როგორმე დაფიქსირდეს ის რაც სოციალური კვლევების ამოცანადაა ნაქცევი ამ ქვეყანაში - დაწერილი ციფრებით ადამიანზე მოეხდინათ ზემოქმედება. ცესკო ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics