|
2016-10-10 10:05:58, 864 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: დადასტურდა, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის გამარჯვება იყო
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების პროცესზე ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნეს თავიანთი პირველადი შეფასებები და აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული არჩევნები არის დიდი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში. „აღნიშნული არჩევნები იყო ქართული დემოკრატიის გამარჯვება, რაც დადასტურდა როგორც თავისუფალი საარჩევნო პროცესით, ასევე იმ ღია და გამჭირვალე საარჩევნო გარემოთი, რითიც ხასიათდებოდა მთელი ეს პერიოდი. სწორედ ამ მიმართულებებზე ვისაუბრეთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლებითაც, რომლებიც ხანგრძლივი ვადით აკვირდებოდნენ არჩევნებს. შესაბამისად მათი შეფასებები ეხება არა მარტო ხმის მიცემის დღეს, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო პერიოდს. ეს არჩევნები იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი და დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზაობა გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერისისა და საარჩევნო პროცესების აქტიური მონიტორინგისათვის. მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობამ ხელი შეუწყო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)