22:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 13:51:07, 752 ნახვა

პოლიტიკა
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ნიუ-იორკში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს

ნიუ-იორკის მონაცემებეით, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია იუწყება.

 „მე-8 და მე-9 საარჩევნო უბნებში ნაციონალურმა მოძრაობამ 236 ხმა მიიღო, "ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ" - 75", "ირაკლი ალასანია-თავისუფალ დემოკრატებს " -ამომრჩევლის 20 ხმა ერგო, "უსუფაშვილი -რესპუბლიკელები"- 13 ხმა, "დავით თარხან- მოურავი-ირმა ინაშვილი -8 ხმა", "ქართული იდეა -3", "შალვა ნათელაშვილი " - ლეიბორისტული პარტია 5 ხმა. სულ 3 ბიულეტენი გაბათილდა“-წერს „ამერიკის ხმა“.

მათივე ინფორმაციით, არჩევნები -2016 ნიუ-იორკის სულ ორ- მე-8და მე-9 საარჩევნო უბნებზე მშვიდად და დაძაბულობის გარეშე ჩატარდა.

ნიუ-იორკის საარჩევნო უბნებზე 3090 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, თუმცა საკუთარი არჩევანი მხოლოდ 369 ამომრჩეველმა გააკეთა.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა იმის გამო ვერ შეძლო, რომ ნიუ-იორკის გენერალურ საკონსულოში საკონსულო აღრიცხვაზე არ იყვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics