19:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 20:54:45, 781 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი მხარდამჭერებს თხოვნით მიმართავს, ოფიციალურ მონაცემებს მოთმინებით დაელოდონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭრებს თხოვნით მიმართა, ოფიციალურ მონაცემებს მოთმინებით დაელოდონ.

მისივე თქმით, ყველა წინასწარი მონაცმებით,  „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვანი უპირატესობით იგებს:

„დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლითაც საბოლოოდ გამყარდება „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, მინდა მოგილოცოთ ყველა მათგანს სიძულვილის დასასრული და სიყვარულზე, ნათელ მომავალზე, აგუგუნებულ საქართველოს ნათელ მომავალზე, გაფერადებულ სიყვარულზე აგებულ ქვეყანაზე დაფუძნებული გამარჯვება. მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს დავპირდე,  რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აღმშენებლობის მომავალი წელი. გაუმარჯოს ამ ძალიან დიდ გამარჯვებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ უდიდესი მხარდაჭერისთვის. გილოცავთ!“,-მიმართა პრემიერ-მინისტრმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შკრებილ მხარდამჭერებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics