|
2016-10-07 10:08:22, 666 ნახვა
საზოგადოება
კახეთში, მალხაზ ქლიბაძემ აგოპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, მალხაზ ქლიბაძის ბაღი მოინახულეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მალხაზ ქლიბაძე პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 11 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 40,977 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათივე ინფორმაციით, მიღებული დაფინანსებიდან 25,410 ლარი ნერგებზე, ხოლო 15,567 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 398 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 1,488,103 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1,728 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 8,621,612 მილიონ ლარს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)