|
2016-10-06 20:16:35, 712 ნახვა
საზოგადოება
თამაზ ნავერიანი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
მარნეულის №36 ოლქში, პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის იმ ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც, არჩევის შემთხვევაში გეგმავს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელმაც გლეხებს, ფერმერებსა და მეწარმეებს თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის მეტი სტიმული მისცა. კანდიდატმა ფერმერებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ის შედეგები, რომელიც შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე იქნა მიღწეული. მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ხდება ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობა, იმ პროექტების განხორციელების გზით, რომელსაც სამინისტრო ასე წარმატებით ნერგავს ქვეყანაში. ფერმერებთან შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და მოესმინათ პასუხები, მათ მიერ კანდიდატის საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხებზე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)