|
2016-10-06 18:48:55, 703 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი IRI-ისა და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს, ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მტკიცე ნებას, უზრუნველყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდია სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნების პროცესში, რა მიზნითაც, საქართველოს მთავრობამ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი დაესწრო. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება. იან კელის განცხადებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა ზედმიწევნით შეასრულა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)