|
2015-01-11 10:54:31, 1163 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქველმოქმედო აქციას იმერეთში განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას განაგრძობენ. იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი და მისი თანამშრომლები ქუთაისში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს, ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს. სამართალდამცველებმა თამაზ მინდიაშვილის ხუთშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, მაცივარი, ლეპტოპი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ესტუმრნენ მამუკა ცომაიას ოთხშვილიან ოჯახს და გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ქვეყნის მასშატაბით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულების დასახმარებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)