12:27 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 14:44:23, 844 ნახვა

პოლიტიკა
საია: აგვისტო-სექტემბერში წინასაარჩევნო დარღვევები გაიზარდა და დამძიმდა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა. ახალგარზდა იუსრისტებმა წინასაარჩევნო პერიოდში 82 დაღრვევა/ტენდენცია დააფიქსირეს.

როგორც საია-ს ანგარიშშია აღნიშნული, ივნისი-ივლისთან შედარებით აგვისტო-სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ დღეებში დარღვევების რაოდენობა და სიმძიმე გაიზარდა. მათ შორის საუბარია დიდინეძში, გორსა და თბილისში მომხდარ ფაქტებზე, რამაც ორგანიზაციის შეფასებით, საფრთხე შეუქმნა სტაბილურ საარჩევნო გარემოს და კითხვები გააჩინა, რაზეც ისინი სწრაფ, ეფექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას ელიან შესაბამისი სტრუქტურებისგან.

ახალგარზდა იუსრისტებმა წინასაარჩევნო პერიოდში 82 დაღრვევა/ტენდენცია დააფიქსირეს. მათ შორის პარტიის ოფისების დარბევა-ქურდობის 5 ფაქტი, ზეწოლა-მუქარის 4 შემთხვევა, უკანონო აგიტაციის 10, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის -8 ფაქტი. სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დაკავების - 4 შემთხვევა, სამსახუროდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების -6 შემთხვევა, სააგიტაციო მასალის დაზიანების 10 შემთხვევა და ასე შემდეგ.

ანგარიშის თანახმად, ფარული ჩანაწერების ფაქტორი წითელ ხაზად გასდევდა წინასაარჩევნო პერიოდს და ჩანაწერების გავრცელების დრო და შინაარსი საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მცდელობაზე მიუთითებდა .

საია მოუწოდებს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, უპირველეს ამოცანად დაისახონ კენჭისყრის დღის და სხვა საარჩევნო პროცესების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ასევე სწრაფი, სრულყოფილი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიება საარჩევნო კანონმდებლობის ყველა დარღვევაზე. ახალგაზრდა იურისტები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან დაპირისპირებასა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე. ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება. ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

ცნობისთვის, საია 500-მდე დამკვირვებლით დააკვირდება კენჭისყრის დღის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 49 საარჩევნო ოლქში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics