|
2016-10-05 16:09:58, 1868 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: საქართველომ ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია
„ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს შეეძლება, აწარმოოს გადაზიდვები ზედმეტი გადასახადისა და ტარიფის გარეშე ჩინეთის პორტებში“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფიგზე გნაცხადა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი გაო ხუჩენი ჩამოვიდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინურ მხარესთან ტრანსპორტის სფეროში მიღწეულ შეთანხმებას „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ უწოდა. აღნიშნული შეღავათი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შევა ძალაში. კერძოდ, იმისათვის, რომ ქართველმა და ჩინელმა მეწარმეებმა ისარგებლონ აღნიშნული შეთანხმებით, დარჩენილია მხოლოდ შეთანხმების ხელმოწერა და შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულება. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცედურებიც ისევე ეფექტურად განხორციელდება, როგორც მოლაპარაკებების პროცესი. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოადგენს იმის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომ საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას, რაც გულისხმობს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი როლის შესრულებას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის განვითარებას (ერთი გზა ერთი სარტყელი, one road – one belt) კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 2015 წლის მარტში საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის შესახებ“ რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით თანამშრომლობის ხელშეწყობას და ფინანსური მხარდაჭერის დონის გაზრდას.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)