|
2016-10-05 14:51:12, 672 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე აეროპორტში გამარჯვებულ სპორტსმენებს დახვდა
ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გაიმართა. „საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგით მე-19 ევროპის ჩემპიონატში ვადო კარატეში იღებდა მონაწილეობას. საქართველოს გუნდი შეჯიბრზე 6 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, აქედან ერთ-ერთი ზესტაფონის მკვიდრი ტარიელ სამხარაძე იყო, რომელმაც არაჩვეულებრივად იასპარეზა და 3 მედალი მოიპოვა, აქედან ოქროს მედალი აბსოლუტურ კატეგორიაში, ვერცხლის მედალი თავის წონით კატეგორიაში და ბრინჯაოს მედალი გუნდურ კატეგორიაში. სასიხარულოა ის, რომ სამხარაძე ერთ-ერთ ძლიერ სპორტსმენად დაასახელეს. მან წინა წლის ვერცხლის მედალს ოქროს და ბრინჯაოს მედლები დაამატა. ვულოცავ სპორტსმენს, ვულოცავ რეგიონს და მადლობას ვუხდი ზესტაფონის გამგეობას, სწორედ მათი დახმარებით გაემგზავრა სამხარაძე ევროპის ჩემპიონატზე“, - საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მიხეილ მახარაძე. „ზესტაფონელ სპორტსმენს ტარიელ სამხარაძეს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, მინდა ვუსურვო კიდევ მეტი წარმატება, რადგან უფრო მეტი გამარჯვებული და წარმატებული ზესტაფონელი გვჭირდება ჩვენ“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ. საქართველოს ეროვნული ნაკრები წუხელ გვიან ღამით დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. (NS)
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)