|
2016-10-05 10:44:16, 1672 ნახვა
სამართალი კომენტარი
„მამუკა ახვლედიანი მოქმედი მოსამართლე რომ ყოფილიყო, სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება ელოდებოდა“
„მამუკა ახვლედიანი ეთიკის ყველა წესს არღვევს, მოქმედი მოსამართლე რომ ყოფილიყო, მას სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება ელოდებოდა“, - ამის შესახებ მოქმედმა მოსამართლემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ გაბინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაბინაშვილმა აღნიშნა, გუშინ და გუშინწინ გავრცელებული ჩანაწერები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარების მიზეზია. მისი თქმით, საბჭოს დღევნდელი სხდომა გაიმართება იმისთვის, რომ საბჭომ შესაბამისი მიმართვა და განცხადებები გააკეთოს მოქმედი მოსამართლეებისთვის. „მოქმედი მოსამართლეებისთვის ეს იქნება მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე. ის რაც ამ აუდიო ჩანაწერებში გვესმის, არღვევს მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ კანონს და არის აკრძალული. აღნიშნული კანონის დარღვევა არის მძიმე ფაქტი. ამ ჩანაწერებით დასტურდება, რომ ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თავისი ინიციატივით ხვდება საქმეში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს და პიროვნებას რომელიც არ არის მარტო საქმეში მონაწილე და ტელევიზიის გენერალური დირექტორი, არამედ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს და პროცესებში თვითონ იღებს მონაწილეობას. აღნიშნული კანონით, მოსამართლე თავის უფლებებს იცავს, ამ შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და სწორედ მაშინ, როცა ტელევიზიის საქმე ჯერ კიდევ წარმოებაში იყო“, - განაცხადა გაბინაშვილმა. მან წინასწარი სამართლებრივი შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ კომპეტენტურმა ოგანოებმა სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრან. „ახვლედიანი მოქმედი მოსამართლე რომ ყოფილიყო, სასამართლო სისტემიდან გათავისუფლდებოდა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, დაიწყონ გამოძიება. ჩვენ არ ვართ დევნის ორგანო და ეს საკითხი კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანაგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი საკითხი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის აუდიო ჩანაწერია.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)