|
2016-10-04 13:36:46, 782 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე პარტიის ოფისთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს მთავრობის ზეწოლას უკავშირებს
პაატა ბურჭულაძემ პარტიის ოფისთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა მთავრობის ზეწოლას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ოფისისთვის განკუთვნილი თანხა მათ 5 ოქტომბერს უნდა გადაეხადათ, თუმცა 30 სექტემბრიდან პარტიის ოფისის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებდნენ. როგორც ბურწულაძემ განაცხადა, პარტის აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს. ”გვაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ჩვენ თანხა უნდა გადაგვეხადა 5 ოქტომბერს, ანუ ხვალ, მაგრამ რადგანაც 30 სექტემბერს ჩვენს თანამშრომლებს აღარ უშვებდნენ ოფისში, გადაკეტეს ყველა გზა, ჩვენ იძულებული ვიყავით გამოგვეტანა ინვენტარი, ვინაიდან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ასეთ კრიზისს ვერ შევქმნიდით და ამიტომ აღარ გავრისკეთ. ჩვენ არ გვაქვს საქმე ოფისის მფლობელის მხრიდან რაიმეს გადაწყვეტილებაზე, აქ საქმე გვაქვს მთავრობის ზეწოლასთან. ჩვენ 5 ოქტომბერს გვქონდა გადასახდელი თანხა და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)