|
2016-10-04 12:35:22, 726 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბუსერიძე და ზურაბ ქადაგიძე ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ქადაგიძე ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. „2012 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის განვითარების და თავისუფლების სასარგებლოდ. "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" არის ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი მონაპოვარი არის სიტყვის თავისუფლება, ხოლო მთავარი ღირებულება ადამიანია. ჩვენი პრიორიტეტია თავისუფლება, სწრაფი განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, ახალგაზრდების ღირსეული განვითარებისთვის და წინსვლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა. ჩვენი გუნდი კვლავ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. ამ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ მხარს დაუჭერთ თავისუფლებას, კეთილდღეობას, ქვეყნის ნათელ მომავალს და სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ. შეხვედრას ესწრებოდა დედაქალაქის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე, რომელმაც კანდიდატებს წარმატებები უსურვა და მოსახლეობას მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)