06:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 15:15:11, 659 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი "ენმ"-ზე: მთელი საზღვარგარეთი დააბოლეს, რომ დემოკრატები არიან

არ ვამბობ, რომ ტოტალურად დავსაჯოთ "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პროკურატურაში უამრავი საქმეა დარჩენილი და სამართლიანობის აღდგენა, რომლითაც საზოგადოება კმაყოფილი არ არის, ჯერ არ დასრულებულა.

"26 მაისის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პროკურატურამ. კიდევ მიდის პატარკაციშვილის საქმეზე და კიდევ ათას საქმეზე გამოძიება. ძირითადი ლიდერები დაისაჯნენ. მთავარი არის ის რომ მათ გაანულეს საკუთარი რესურსი, რაც ძალადობით და სიცრუით ჰქონდათ მოპოვებული. მთელი საზღვარგარეთი დააბოლეს, რომ დემოკრატები არიან და სინამდვილეში დიქტატორები არიან.

მინდა შევაქო საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იყო შფოთვა, ბევრს არ მოსწონდა კოჰაბიტაცია, ძალიან ბევრს არ მოსწონდა თანაცხოვრება, ეს ხელწერა, ჩვენმა საზოგაოდებამ ეს გაიგო, გაითავისა და შედეგი იქნება ამ არჩევნებში, რომ დომინანტი იქნება „ქართული ოცნება“.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა საოცრება, უფსკრულისკენ, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი ქვეყანა შემოაბრუნა და დღეს ევროპელ ქვეყნებთან ვართ კონკურენციაში დემოკრატიულობის ხარისხით", - განაცხადა ექს-პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics