06:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 13:43:43, 628 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკას არ შევასუსტებ

მე ვიქნები ყველაზე მეტად კრიტიკული. არცერთ შემთხვევაში ანალიზს არ შევასუსტებ და კრიტიკა არ მოაკლდება "ქართულ ოცნებას",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა,  არავის აპატიებს სტანდარტების დარღვევას.

"გარწმუნებთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაშიც ყველაზე მეტს მე ვაკრიტიკებდი. იმ სტანდარტების დაცვაში, რაც გუნდმა დაიცვა, ჩემი არსებობის წვლილი არსებობს. რამეთუ, მშვენივრად იციან, არცერთ შემთხვევაში არავის ვაპატიებ სტანდარტების დარღვევას.  რა თქმა უნდა, ვიქნები კრიტიკულად განწყობილი. გუნდის წევრებმა, კოალიციის წევრაბმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არც არავის ვაპატიებდი და არც თვალს დავხუჭავდი. იმ სტანდარტების დაცვაში გარკვეული წვლილი მაქვს იმიტომ, რომ კრიტიკული პოზიცია მეჭირა",- განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics