06:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 11:57:25, 651 ნახვა

პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში საცურაო აუზის გახსნას დაესწრო

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  საცურაო აუზის გახსნას დაესწრო.

 ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის „ბლექსის“ ფილიალი ზესტაფონში ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და 1500-მდე პირის მომსახურებას შეძლებს.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მათავარი პრიორიტეტი.  დღეიდან ზესტაფონს ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შეემატა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ეს არის შესაძლებლობა, თითოეული მოქალაქე დაკავდეს სპორტული აქტივობით. ვულოცავ ზესტაფონელებს და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიყო  ამ პროცესის მონაწილე“,  - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ამ ეტაპზე ცენტრის შემადგელობაში 3 საცურაო აუზია. უახლოეს მომავალში კომპლექსს ფიტნეს კლუბი შეემატება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics