|
2016-10-03 11:15:17, 1923 ნახვა
სამართალი კომენტარი
მამუკა ახვლედიანი ადასტურებს, რომ ჩანაწერში მისი ხმა ისმის
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ადასტურებს, რომ ჩანაწერში ნამდვილად მისი ხმა ისმის და მსგავს პრობლემატურ საკითხებზე ბევრჯერ ბევრ ადამიანთან უსაუბრია. თუმცა, როგორც ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ჩანაწერი ჯერ ბოლომდე არ უნახავს და შესაბამისად, არ გამორიცხავს, რაიმე ჩამატებულიც იყოს. მამუკა ახვლედიანის განმარტებით, იმაზე მეტს საუბრობს ტელევიზიით, ვიდრე ჩანაწერშია ნათქვამი. მაგრამ, ახვლედიანის თქმით, მთავარი ისაა, რომ დღეს საქართველოში მოსამართლეებს უსმენენ. ახვლედიანის განცხადებით, მოსამართლე, რომელმაც იცის, რომ მას ფარულად უსმენენ, თამამ და სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს: "უფრო მეტს ვსაუბრობ ტელევიზიით, ვიდრე მად არის ნათქვამი. ეს სატელეფონო საუბარი არ არის. მოსამართლეობის პერიოდში თუ ასე იწერენ ადამიანებს და შემდეგ მოსამართლეებს სთხოვენ, რომ თამამი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, ძალიან გასაკვირია. კიდევ უფრო საინტერესო ადამიანებთან მისაუბრია, მად არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ. ვცდილობდი, ყველასთან მიმეტანა პრობლემა, რაც კი სასამართლოში ხდებოდა.აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოხდა ამის ჩაწერა. გამოსაძიებელია, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. შეხვედრით, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად მისაუბრია. ბევრ სხვასთანაც მისაუბრია ბევრ სხვა პრობლემაზე. ვერ ვიხსენებ, დამონტაჟებულია, რამე ჩამატებულია, სულ ნახევარი საათია რაც მოვუსმინე მცირე მონაკვეთს, სრულად არ მინახავს",-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. კითხვაზე- თქვით თუ არა შემდეგი ფრაზა-მთლიანად მთელ საქალაქოში ჩათვალე, აი როგორი სიტუაცია მაქვს იცი? სისხლში ყაჩაღობაზე კინაღამ გამიხდა ხალხი გასაშვები, ახვლედიანმა ასე უპასუხა: "ასეთი ფრაზა მარტო მად კიარა, ბევრგან მაქვს ნათქვამი, ყაჩაღობაზე ხალხი იმიტომ გახდა გასაშვები, რომ მოსამართლე, რომელიც იხილავდა გადაწყვეტილებას წარმოიდგინეთ 1 წლის განამავლობაში და გადაწყვეტილება ჰქონდა გამოსაცხადებელი, წარმოიდგინეთ, ამ დროს შეუწყვიტეს უფლებამოსილება. ეს ყველასთან მაქვს ნასაუბრები. ზუსტად არვიცი კონკრეტულად ამ ადამიანთან ვთქვი, ან სხვასთან, მაგრამ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ამის თაობაზე ყველა საქმის კურსში ჩავაყენე და ყველამ იცოდა, რომ ასე ხდებოდა და ეს დარღვევა იყო",-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში. "მამუკა ახვლედიანი - ნიკა გვარამია"- ამ სათაურით გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის მორიგი ფარული ჩანაწერი. ჩანაწერი YouTube-ის გვერდზე - Creative Georgia News-ზე დაიდო.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)