08:19 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 10:33:55, 907 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფები მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია  გორში V ქვეითი ბრიგადის, ვაზიანში IV მექანიზირებული, I მსუბუქი ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების, ასევე დაბა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების და კახეთის რეგიონში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო ბაზებს ეწვია.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ბრიგადების მეთაურებისგან ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ დეტაური ინფორმაცია მიიღო, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

ლევან იზორიას განცხადებით, პრიორიტეტულია თითოეული ჯარისკაცი და ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდება იმისთვის, რომ ჯარისკაცმა თავი იგრძნოს დაფასებულად.

„თავდაცვის სამინისტროში ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია თითოეული ჯარისკაცის საჭიროებაზე და ამ საჭიროებებს ჩვენ ვეცნობით. ვიყავით დასავლეთ საქართველოში, დღეს შემოვიარეთ აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო დანაყოფები და მათთან ერთად მოვახდინეთ იდენტიფიცირება იმისა, თუ რა უნდა შევცვალოთ, როგორც სისტემურად ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ჩვენ სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ყოველთვის გვექნება ინტენსიური ურთიერთობა ჩვენს ჯარისკაცებთან, რადგან მოხდეს იმ სტრატეგიული რეფორმების განხორციელება, რაც გვაქვს მიზნად დასახული“ - განაცხადა  ლევან იზორიამ.

ქვედანაყოფებში თავდაცვის მინისტრთან ერთად, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძეც იმყოფებოდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics