|
2016-10-03 10:06:11, 594 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლის რეგიონში სახლი 239 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოხდა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად. ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით ქვემო ქართლის რეგიონში სახლი უკვე 239 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა. ეს პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, საკუთრების მფლობელი 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გახდება. საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში 55 სახლი შეისყიდა. საქართველოს მასშტაბით კი, საცხოვრებელი სახლი 306 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)