06:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 20:07:09, 859 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი გორში მომხდარი სროლის შესახებ საუბრობს

გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ აქტივისტები დღეს მისი შეხვედრების ჩაშლას  ცდილობდნენ. როგორც ოქრუაშვილმა  ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, ედუარდ ნუცუბიძემ, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნება  ალექსანდრე ინდუაშვილი მიიყვანა. მისივე თქმით, მოხდა გასროლა, რა დროსაც  ორი ადამიანი დაიჭრა. შეგახსენებთ, პირის ვინაობა, ვინც გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს ესროლა, დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.  ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გამოძიება ორი მუხლით-სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,  რაც ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics