|
2016-10-01 17:28:08, 777 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო აქცია გაიმართა
ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო აქცია გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერას მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს. დავით თარხან-მოურავმა შეკრებილებს განუცხადა, რომ "ქართველები თავისსავე ქვეყანაში დაჩაგრულად გრძნობენ თავს", რაც უნდა შეიცვალოს 8 ოქტომბერს "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერის შემთხვევაში. "ყველაზე ძლიერი ძალა ვართ ჩვენ. შეკრების მთავარი მიზეზია ის, რომ ჩვენ ქართველები საქართველოში ყველაზე დაჩაგრულები ვართ 100 წელიწადია. საბჭოთა დროს ვიყავით დაჩაგრულები, ახლაც ასე ვართ, ყველაზე ცუდად ქართველები რატომ უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენსავე ქვეყანაში. როდის შეიცვლება? 8 ოქტომბერს შემოვხაზოთ რვიანი და შეიცვლება", - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა. მან ბათუმში თურქეთის მოქალაქეების სიმრავლეზეც გაამახვილა ყურადღება. "რატომ ვიკრიბებით ბათუმში და არა თბილისში ან ქუთაისში? იმიტომ, რომ აქ უჭირს ყველაზე მეტად ქართველ კაცს, აქ არის ფრონტის ხაზი, აქ ყველაფერი თურქებისაა. მივმართავთ ხელისუფლებას, საქართველო რომ ქვია ქვეყანას, ჯერ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ყველაზე კარგად და მერე დანარჩენი სხვა. 8 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე", - აღნიშნა თარხან-მოურავმა. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს კანდიდატები წარუდგინა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ მსვლელობის დროს გზა 15 წუთით გადაიკეტა. რამდენიმე ათასი ადამიანი "პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით შეიკრიბა. იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან - გურიიდან, კახეთიდან და იმერეთიდან ჩამოსული აქტივისტები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)