|
2016-10-01 17:10:57, 587 ნახვა
საზოგადოება
„სერვისლაბის“ ორგანიზებით, საერთაშორისო სამუშაო სემინარი „I Can / მე შემიძლია“ გაიხსნა
გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის „სერვისლაბის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“ საერთაშორისო სამუშაო სემინარი „I Can / მე შემიძლია“ გაიხსნა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება ეხმიანება სოციალური სიკეთის სამიტს (Social Good Summit), რომელიც ყოველწლიურად იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად და რომლის წლევანდელი მიზანია, გამოავლინოს ინოვაციური იდეები 2030 წლამდე მსოფლიო მდგრადი განვითარების 17 მიზნის მისაღწევად. 2016 წელს, სოციალური სიკეთის სამიტს შეუერთდება 190-ზე მეტი ქვეყანა, ხოლო ინოვაციური იდეების სემინარები გაიმართება 150 ქვეყანაში. მათ შორის არის საქართველო, სადაც ჩატარდება სემინარი სახელწოდებით „I Can / მე შემიძლია“. სემინარზე სამუშაო ჯგუფები იმსჯელებენ ორ პრიორიტეტულ თემაზე: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული ტრანსპორტის დანერგვა და სოციალური სტერეოტიპების შეცვლა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. სემინარს წაიყვანს საერთაშორისო ექსპერტი ჯანინ ჰუიზენგა, გაეროს განვითარების პროგრამისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის, „სერვისლაბ“-ის დახმარებით. აღნიშნული სემინარი უსაფრთხო ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით ასევე ეხმიანება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2015 წლის 3-4 დეკემბერს ორგანიზებულ კონფერენციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი იყო საგზაო უსაფრთხოების გამოწვევების განხილვა. სემინარი „I Can / მე შემიძლია“ ორდღიანია და 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. სემინარის დასასრულს, სამუშაო ჯგუფები წარადგენენ ორდღიანი მუშაობის შედეგებს.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)