|
2016-10-01 15:29:41, 635 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამოკითხვებს არ აწარმოებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის ჩატარების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაცია არანაირი სახის გამოკითხვებს არ აწარმოებს. „სოციალური ქსელის „facebook“-ის მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება ასევე, მოხდა სოც.ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ. საარჩევნო ადმინისტრაცია არ აწარმოებს არანაირი სახის გამოკითხვებს სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამაბა სიმართლეს. ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და გავრცელებისგან“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)