|
2016-09-30 14:09:16, 829 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი: შევეცდები, თქვენი ხმა ხმამაღლა ისმოდეს პარლამენტში
„ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ბექა ნაცვლიშვილი ე.წ სამრეწველოს დასახლების ამომრჩეველის პრობლემებს გაეცნო და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა გზების რეაბილიტირება და სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობა, წლევანდელი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. „ ისანი ძველი ინდუსტრიული რაიონია, აქ ბევრი ინდუსტრიული სივრცეა ასამუშავებელი, გარდა ყოფითი საკითხებისა, როგორიცაა კანალიზაციის მოწესრიგება, ბინების პრივატიზება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. აუცილებლად უნდა მოხდეს კერძო სექტორის სტიმულირება, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ვეცდები, კერძო სექტორთან ურთიერთობით, მაქსიმალურად დაიტვირთოს რაიონი და ისანმა ფუნქცია კვლავ დაიბრუნოს",- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)