|
2016-09-29 19:31:43, 744 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინსიტრმა მიგრაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომლის თემა მიგრაციული პროცესების გამოწვევებია. ღონისძიების მიზანია, მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები, გაიღრმაონ ცოდნა რეგიონული და საერთაშორისო მიგრაციული პროცესების შესახებ. მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს გაიხსნა, საქართველოს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს მიგრაციის შესახებ ევროპაში მიმდინარე დებატებში როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი; ჩამოაყალიბოს მიგრაციის მართვის სწორი სტრატეგია; შეძლოს მიგრაციის შედეგის პროგნოზირება ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოების, გენდერული და სხვა თვალსაზრისით. საერთაშორისო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. 29 სექტემბერი მიგრაციის საკითხების ექსპერტის, გაერო-სა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორ რონალდ სკელდონის ლექციას დაეთმობა, რომლის შემდეგაც დისკუსია გაიმართება. 30 სექტემბერს კი, რამდენიმე სესია იმუშავებს. თემატური სხდომები ინტეგრაციას, მიგრაციის ღირებულებებსა და სოციალურ კაპიტალს, აგრეთვე, მიგრაციის სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოს დაეთმობა. საერთაშორისო კონფერენცია "უახლესი მიგრაციული პროცესები და ევროპა: გამოწვევები და შესაძლებლობები" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზეა ორგანიზებული. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)