05:47 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:44:01, 1120 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„მინდა, ამ მძიმე წუთებში, მთელი ქართველი ერის სახელით, თანადგომა გამოვუხატო ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელ ხალხს.

ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს ებრაელი ხალხის გამორჩეული შვილის, ბატონი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო.

ბატონი შიმონ პერესი იყო ლეგენდარული ადამიანი, არა მარტო ისრაელის სახელმწიფოსათვის, არამედ მსოფლიო პოლიტიკისთვისაც.

იგი იდგა ახალი სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან  და ექვს ათულ წელზე მეტ ხანს ემსახურა თავის სამშობლოს.

ებრაელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს",  - აღნიშნულია ჩანაწერში, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის სამძიმრის წიგნში დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics