|
2016-09-29 12:54:06, 657 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სსიპს, 810 ათასი დოლარის გრანტი გადაეცა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებულ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სსიპს, 810 ათასი დოლარის გრანტი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხით დევნილებს მიეცემათ ძირითადად სოფელში გრანტები, რომლითაც მათ შეეძლებათ საქონლის ყიდვა, ხეხილის, ან ვენახის დარგვა, მრავალწლიანი კულტურების დათესვა, ფუტკრის მოშენება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა. „ ეს არის გრანტი, რომლის 80% დაფინანსდება ამ თანხიდან, ხოლო 20%-ს თვითონ დევნილები, ბენეფიციარები დააფინანსებენ, ძირითადად ეს არის განკუთვნილი მოწყვლად ოჯახებზე- ოჯახები, სადაც მარტოხელა მშობელი ზრდის მცირეწლოვან ბავშვებს, ან ჰყავთ შშმ პირები და მათთვის იქნება ეს დახმარება განკუთვნილი. გრანტები გაიცემა, თუ საუბარია 1 ოჯახზე 2500 ლარი, თუ საუბარია ჯგუფზე, 3, ან 4 ოჯახზე, ამ შემთხვევაში 5 000 ლარი, ეს არის მცირე გრანტები, რომელიც საკმარისია მცირე სასოფლო -სამეურნეო პროექტების წამოსაწყებად. დევნილებს შეარჩევს სპეციალური კომისია, რომელშიც იქნებაინ როგორც ჩვენი სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კრიტერიუმები - მარტოხელა მშობლის ოჯახი მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახი შშმ პირის წევრით, პირველი და მეორე კატეგორიის, 25 წლამდე ახალგაზრდას ოჯახი, თუ მას არ ახლავს მშობლები, ხანდაზმული პირის მიერ მართული ოჯახი, მაგალითად ბებია, ან ბაბუა უვლის ობოლ შვილიშვილებს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)