|
2016-09-29 09:58:40, 641 ნახვა
საზოგადოება
ლევილის მამულის ბაზაზე პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი მოეწყობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე საუბრით დაიწყო. მან ამ ფაქტს ისტორიული უწოდა და ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცა. „დღეს არის პირველი მთავრობის სხდომა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. მინდა, გამოვეხმაურო და პირველ რიგში ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, 25 წელია, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა ამ საკითხზე მუშაობა და ძალიან მახარებს, რომ სწორედ დღეს დასრულდა ეს ძალიან დიდი პროცცესი. სწორი მიდგომით, ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი მოლაპარაკების შედეგად, მიღწეული იქნა ძალიან დიდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა მართლაც ისტორიული მოვლენაა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, გათვალისწინებულია, ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია. „აქ იქნება შესაძლებლობა, რომ იყოს ისტორიული სამუზეუმო სივრცე, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და აკადემიის ფარგლებში იქნება საშუალება, რომ ქართველმა მეცნიერებმა დაყონ იქ გარკვეული დრო, იქნება მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის განსაზღვრული სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი ოთახები, სადაც საშუალება იქნება, რომ დარჩნენ და იმუშაონ საფრანგეთში. ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებების განვითარებისთვის. ასევე, მინდა მოგილოცოთ ყველას, დიდი მადლობა გადავუხადო გელა დუმბაძესა და თეა წულუკიანს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს, არ მეშინია ამ სიტყვის, ნამდვილად არაადამიანური შრომა გასწიეს იმისათვის, რომ მიღწეული ყოფილიყო ეს შეთანხმება. მინდა,მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში და რომლებთანაც იქნა მიღწეული ეს შეთანხმება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)