|
2016-09-28 16:28:25, 669 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იანოშ ჰერმანს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იანოშ ჰერმანმა ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია და თანამშრომლობა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ (ENPARD) პირველი ეტაპის შედეგები შეაფასეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც ევროკავშირისგან საქართველო ზოგადად სოფლის და, მათ შორის, აგარარული დარგის განვითარებისთვის იღებს. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპით (ENPARD Georgia II) გათვალისწინებულ აქტივობებს. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად დასრულებულია სოფლად განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი. სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ENPARD Georgia II-ის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროცესი დაიწყება. პროგრამა 2016-2019 წლებში განხორცილდება. პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა. (NS)
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)