|
2016-09-28 12:59:16, 689 ნახვა
პოლიტიკა
აგულაშვილი: 9 ოქტომბრის შემდეგ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ, საკუთარი შეხედულებები გადააფასონ
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, პაატა ბურჭულაძის კოალიციიდან ცალკეული ჯგუფების გამოყოფის პროცესი საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კოალიციის შექმნისას ყველა კითხვა არ დაისვა, შესაბამისად, ყველაფერზე პასუხი გაცემული არ იყო: "პროცესი მსგავსი ტიპის კოალიციების შექმნისა, დაშლისა, გამოყოფისა, შეერთებისა, საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. როგორც ჩანს, კოალიციის შექმნის პროცესში არ იყო დასმული კითხვა და არ იყო მიღებული ყველა პასუხი და შემდეგ ცალკეული ადამიანებისთვის, ცალკეული ჯგუფებისთვის, როგორც ჩანს, გაჩდა გარკვეული სიურპრიზები და ამან გამოიწვია შეუთავსებლობა. მემგონია, დუღილის პროცესი, მითუმეტეს ეს წინასაარჩევნო პერიოდს ახასიათებს, დასრულდება, დამშვიდდება პროცესი და 9 ოქტომბრის შემდეგ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ, საკუთარი შეხედულებები გადააფასონ",-აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)