15:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 23:23:54, 847 ნახვა

საზოგადოება
„ოცნება“ ნაციონალისტების მსვლელობაზე: ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული აქცია

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ნაციონალისტების დღევანდელ მსვლელობას ეხმაურება. 

"ქართული ოცნება" გმობს ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას და როგორც ისინი განცხადებაში აღნიშნავენ, "ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული აქცია".

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" განცხადება ქართული ოცნება გმობს ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული აქცია. აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ ფაქტის გამოძიება და შესაბამისი სამართელბრივი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველგვარი ძალადობა და აქცია, რომელიც მიმართულია შუღლის გაღვივებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, როგორც შსს-დან "ექსპრენიუსს" აცნობეს, აქტივისტებმა არასანქცირებული მსვლელობა გამართეს. მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics