|
2016-09-27 19:51:55, 1415 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ტყემალაძე: ჩვენ არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას და არც სხვების მხრიდან მოვითმენთ მსგავს საქციელს
"თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, გუშინ ტელეკომპანია "იბერიის" პირდაპირ ეთერში მისი პარტიისა და "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წევრს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. როგორც ტყემალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავსი დაპირისიპირება რამდენიმე დღის წინაც მოხდა. "ჩვენი პარტიის წევრს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრთან, ირაკლი ღლონტთან. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მსგავსი ფაქტი, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერშიც მოხდა. ამ ყველაფერს უკვე სერიალის სახე მიეცა. ჩვენმა პარტიის წევრებმა ორივე შემთხვევაში "მრეწველების" მუნდირი დაიცვეს. არ მახსოვს ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს "მრეწველებისთვის", ვინმეს შეურაცხყოფა მიეყენებინოს. მოვუწოდებ ამ პარტიების ლიდერებს გააკეთონ განცხადება, ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ლიდერების დაკვეთას არ ასრულებდნენ. ჩვენ არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას, ამიტომ არც სხვების მხრიდან მოვითმენთ მსგავს საქციელს. ისინი თავიანთი გამონათქვამებით, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ", - განაცხადა ტყემალაძემ. ამასთან, ზურაბ ტყემალაძემ მარნეულში პარტიის ოფისის დარბევაზეც ისაუბრა. "მარნეულში რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიის ოფისი დაარბიეს. დარბევაში მონაწილეობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი მირიევ ნიზამი და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი მახირ იუსუფოვი. ეს პირები მუშტი-კრივით მივიდნენ პარტიის ოფისში, სახელმწიფო დროშა დახიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენ წარმომადგენლებს. პოლიცია რა თქმა უნდა გამოიძახეს, შეადგინეს აქტი. ეს პიროვნებები არიან იდენტიფიცირებულები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ პარტიის ლიდერებს შესაბამისი განცხადებები გააკეთონ. მსგავსი საქციელი არის მიუღებელი და ეს არის იმ პროვოკაციების დასაწყისი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" გვპირდებოდა. მიფიქრია, რომ ეს შესაძლოა ვინმეს მიერ იყოს ინსპირირებული, მაგრამ საბოლოო ფაქტი სახეზეა", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)