10:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:31:44, 499 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირში გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო  და გამარჯვებული გუნდი თბილისის „თბილისი" დააჯილდოვა.

„როდესაც ქართული ჯარის აღმშენებლობაზე ვმუშაობთ და სამხედრო წვრთნებს ვატარებთ, ძალიან ყურადღებით გვაკვირდებიან არაკეთილმოსურნეები.

ვფიქრობ, რომ იმ წვრთნებზე დაკვირვებას ნაკლები აზრი აქვს -  დღეს, უნდა ენახათ ის, რა ძალაც და შემართებაც, გაუტეხელობაც არის ქართველ ჯარისკაცში.

აზრი აღარ აქვს წვრთნებზე დაკვირვებას - ჩვენი სული უტეხია და ამ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ესეთი ჯარისკაცები ვერავინ ვერსადროს ვერ დაამარცხებს და დიდი მადლობათქვენ ამისთვის, რაც დღეს აჩვენეთ საზოგადოებას და რაც დღეს გვაჩვენეთ ყველას ჩვენ", - განაცხადა პრეზიდენტმა ჯილდოს გადაცემის შემდეგ.

აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირში მონაწილეობას ამპუტანტი ფეხბურთელების 6 გუნდი იღებდა.

მატჩს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, ვეტერანებისსაქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვეტერანები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics