10:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 15:35:24, 623 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი  ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტს მერლინ ვოლს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტი LCC საქართველოს პროგრამის ფარგლებში,  დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს.

უწყების ცნობით, პროგრამა განკუთვნილია ომის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ცოდნა და მიიღონ უმაღლესი განათლება ინგლისურ ენაზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დამფუძნებლებსა და  დირექტორთა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ისინი დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს სთავაზობენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიზნით, მომავალშიც მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics