20:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 14:09:43, 600 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი უნიკალური მოვლენაა და გავუფრთხილდეთ

„ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით არ გამოირჩევიან, ამ მხრივ ირაკლი უნიკალური მოვლენაა და კარგია, გავუფრთხილდეთ“,-ამის შესახებ  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილს აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნდება.

„ირაკლის მე  შევთავაზე  დაბრუნდება, თვითონ ცდილობს და ახლა  არის ბიზნესის დარგში. ჯერ კიდევ შერჩევის პროცესშია.  პოლიტიკური მზაობაც აქვს და კარგ ფორმაშია ირაკლი. კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ. მე უკვე 60 გადავაჭარბე და მოთამშედ ვეღარ ჩავითვლები,  არც მაქვს ამის სურვილი. მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი. ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით არ გამოირჩევიან, ამ მხრივ ირაკლი არის უნიკალური მოვლენა და კარგია გავუფრთხილდეთ.  მას უყვარს თავისი სამშობლო. აქვს განცდა იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდეს“,-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics