|
2016-09-26 11:56:18, 697 ნახვა
საზოგადოება
"აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ხვდებიან
"აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ხვდებიან. შეხვედრაზე სტუდენტებმა რექტორს ჰკითხეს, თუ რატომ აღმოჩნდა უნივერსიტეტში პოლიცია, რაზეც შარვაშიძემ უპასუხა, რომ ვინაიდან ძალადობა ცალმხრივი არ ყოფილა, დაცვა იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახა. სტუდენტებმა ასევე განაცხადეს, რომ პოლიციის თანამშრომელი კობა შენგელია "აუდიტორია 115"-ის წევრებს ფიზიკურად უსწორდებოდა. რექტორის თქმით, ძალადობის ფაქტი სასწრაფოდ გამოსაძიებელია. ამასთან, თსუ-ის რექტორს სტუდენტებმა ჰკითხეს თუ რატომ შეიზღუდა უნივერსიტეტში მათი გადაადგილება. გიორგი შარვაშიძე სტუდენტების უკმაყოფილებას დაეთანხმა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი თავისუფალი სივრცეა და გადაადგილება ნებისმიერს შეუძლია. უნივერსიტეტის დაცვის უფროსის განმარტებით, უნივერსიტეტში პოლიცია გამოიძახეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)