|
2016-09-25 16:22:48, 628 ნახვა
საზოგადოება
20/30“-ის ხელმძღვანელი თსუ-ს სტუდენტებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს
საზოგადოება “20/30“-ის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მამულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს. „პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. რა თქმა უნდა, სტუდენტებს, ისევე როგორც თითოეულ მოქალაქეს, აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს ნორმალურია. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია კონსტრუქციული მიდგომა. შეხვედრები და დიალოგი, რათა არ წარმოიქმნას გაუგებრობა. არ შეიძლება აჩქარება და გადაწყვეტილებების ემოციურ ფონზე მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარე ძალების უხეში ჩარევა. ვიზიარებ სტუდენტების კითხვებს, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ უნივერსიტეტის სტუდენტებს თავშეკავებულობისაკენ, რათა ყოველივე ეს არ გადაიზარდოს უმართავ პროცესში. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი ერთი ორგანიზმია და აქ არ არსებობენ მხარეები. ვფიქრობ, ყველამ უნდა იმოქმედოს უნივერსიტეტის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ყველა საკითხი უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაწყდება. ყურადღებით მივადევნებ თვალს პროცესებს’,-აღნიშნავს გიორგი მამულაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)