09:15 - 10 May, 2026
|
2016-09-23 17:54:37, 748 ნახვა
საზოგადოება
უამინდობა თბილისში - ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
უამინდობამ თბილისს პრობლემები შეუქმნა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი წვიმის შედეგად, ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ამ დროისთვის, შესაბამისი სამსახურების მიერ, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, დატბორილია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, გმირთა მოედანი, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. სინოპტიკოსების ცნობით, ნალექიანი ამინდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)