|
2016-09-22 15:00:44, 962 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია: გულსატკენია ივანიშვილის რეპლიკები ბანერებზე, რომლებზეც მე და ელენე ხოშტარია ვართ გამოსახული
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში ყველა მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე, სასაცილოს უწოდებს. როგორც მელიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ივანიშვილი ხელისუფალის პოზიციიდან ტყუილების ტირაჟირებას ცდილობს, რასაც 8 ოქტომბერს ხალხი წერტილს დაუსვამს. "სასაცილოა ის, რასაც ბატონი ივანიშვილი საუბრობს, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი არის გაუმჯობესებული, 60 000 სამუშაო ადგილია შექმნილი, ეკონომიკა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ეს იყო 2012 წლამდე და ყველაფერს წარმოაჩენს ნათელ ფერებში. ამის გარდა, "ქართული ოცნების" ლიდერი ივანიშვილი მთელი 4 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში ცდილობს, ნეგატივზე და ისევ მის ოპონენტზე-"ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბროს. არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი "ქართულ ოცნებას" არ აქვს. ვერც საუბრობენ იმაზე, თუ რას სთავაზობენ მოსახლეობას კარს მომდგარ არჩევნებზე",-განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, ასევე სასაცილოა ივანიშვილის რეპლიკა ელენე ხოშტარიასთან ერთად გამოსახულ ბანერზე, სადაც მოსახლეობას სამოქმედო გეგმის მიხედვით, კონკრეტულ ნაბიჯებს პირდებიან: "ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან გულსატკენი, სასაცილოა მისი რეპლიკები ამა თუ იმ ბანერზე, რომელზეც მე და ელენე ხოშტარია ვართ გამოსახული და მოსახლეობას ჩვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვპირდებით. რა უნდა ვთქვათ ბატონ ივანიშვილზე, რომელსაც მიაჩნია და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა არის შემცირებული და 60 000 სამუშაო ადგილია შექმნილი მისი მმართველობის პირობებში. ამაზე მეტი ცინიზმი იშვიათად თუ მოგვისმენია. 16 დღეში არჩევნებია, როგორც თქვენ გესაუბრებით ახლა, ისე ვარ დარწმუნებული, მოსახლეობა საარჩევნო უბნებთან ივანიშვილს ამ ცინიზმისთვის გასცემს ღირსეულ და ადეკვატურ პასუხს. სხვა კომენტარის გაკეთება ადამიანზე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის ქვეყნის მართვა და არც კი აქვს გათავისებული, რომ მისი პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებითაა მნიშვნელოვნად გაუარესებული ტენდენციები, ვფიქრობ, არც ღირს. 8 ოქტომბერს დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავაკეთებთ არჩევანს და ამ ადამიანს აღარ მიეცემა ამ ტყუილების ტირაჟირების საშუალება ხელისუფალის პოზიციიდან. კიბატონო, გადავა იგი ოპოზიციაში და როგორც ოპოზიციონერმა, რაზეც უნდა იმაზე ისაუბროს",-აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)