15:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 12:54:32, 1138 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: მთავრობა ანგელოზებით ვერ იქნება დაკომპლექტებული

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით,  გიორგი კვირიკაშვილი კიდევ უფრო მკაცრად იცავს სტანდარტებს, რომელიც მან დაამკვიდრა.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში განაცხადა, სტანდარტების დაცვაში გულისხმობს იმას, რომ კანონი პირველ რიგში  ხელისუფლების წარმომადგენელმა უნდა დაიცვას.

"დამოკიდებულებაა კვირიკაშვილის კიდევ უფრო მკაცრი, ვიდრე იყო ჩემს დროს.კვირიკაშვილს ჩემზე მკაცრად ექნება სტანდარტები დაცული. კანონი უნდა დიცვას პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენელმა. მინისტრმა უნდა დაიცვას კანონი.სამინისტროს ბიუჯეტი მინისტრის ჯიბე არაა. ეს ნუ ეგონებათ. მაგალითი კარგი გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის. აქაც ახლა ანგელოზებით ვერ იქნება დაკომპლექტებული მთავრობა.რეგიონებში გამოცდილება კიდევ უფრო დაბალია და ამის კონტროლი და ანალიზი კიდევ უფრო რთულდება.შემთხვევები იყო გამგებელთან, კიდევ შეიძლება გავიგონოთ სადღაც რაღაც, ხშირად გამოუცდელია გამგებელი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მთავარია, ხელისუფლების სურვილია, დანაშაული არ დაუშვას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics