|
2016-09-22 10:18:10, 1309 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: პრემიერმა საქართველო წარმოაჩინა, როგორც ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რეგიონისთვის
წლევანდელი გენერალური ასამბლეის დებატები უნდა შეფასდეს როგორც ძალიან წარმატებული საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ინიციატივით გაიმართა ორი მაღალი დონის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ავიღეთ კოორდინაცია გაერო-ს განვითარების, მიზნების მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა წარმოაჩინა საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რეგიონისთვის. "პირველ რიგში ეს ეხება მეთექსვემეტე მიზანს, რომელიც არის ეფექტური ინსტიტუტების განვითარება და ამ მაღალი დონის შეხვედრაზე ჩვენ შევძელით წარმოგვედგინა საქართველოს მიღწევები ეფექტური ინსტიტუტების განვითარების კუთხით. მიღწევები ელექტრონული მთავრობის განვითარების კუთხით და ასევე ის ინიციატივები რომელიც დღეს ხორციელდება მთავრობის ინიციატივით, ბიზნესჰაუსის განვითარების კუთხით. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებები საქართველოსთან მიმართებაში. ამ მიმართულებებს ხაზი გაესვა ასევე პრემიერ-მინისტრის ძირითად გამოსვლაში", - აღნიშნა ჯანელიძემ. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა შეაფასა ბოლო წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოები, ასევე იგი შეეხო საკითხებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. "პრემიერ-მინისტრი შეეხო იმ მდგომარეობას, რომელიც იქ დღეს არის და გამოწვეული არის იმ ოკუპაციით და პოლიტიკით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რათა მაქსიმალურად იქნას მობილიზებული მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით ამ პრობლემის გადასაჭრელად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა და განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუების კუთხით. ასევე აქცენტი გაკეთდა არჩვნებზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ,რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმ პროცესს რომელიც ჩვენ გვაახლოვებს ჩვენს მიზნებთან ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო სთავაზობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს", - განაცხადა ჯანელიძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)