|
2016-09-21 19:22:18, 741 ნახვა
საზოგადოება
ვალერი შოშიაშვილმა ხელისუფლებას „რთველი 2016“-ის სწორად წარმართვისკენ მოუწოდა
„თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა. „კახეთის რეგიონში „რთველი 2016“ ხარვეზებით მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ქარხანასთან კილომეტრიანი რიგები დგას, ასევე ხელოვნურად ხდება ყურძნის წონის შემცირება. წონის შემცირების საფასური სახელმწიფოს სუბსიდიის სახით უბრუნდება. გლეხები უკიდურესად აღშფოთებულები არიან. მე პირადად არაერთ ფაქტს შევესწარი და ბევრი ადამიანისგან მოვისმინე აღნიშნული პრობლემის შესახებ. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, გაამკაცროს ადგილობრივ ქარხნებზე წონის კონტროლი, რომ არ მოხდეს გლეხის მოტყუება“, - განაცხადა შოშიაშვილმა. მისივე განცხადებით, უამრავი ფაქტია დაფიქსირებული გურჯაანში არსებულ ღვინის ქარხნებში, სადაც გლეხებს ყურძნის მიმღები პუნქტები წონაში ატყუებენ. დეპუტატობის კანდიდატმა იმედი დაიტოვა, რომ "რთველი 2016" მშვიდობიანად და გლეხებისათვის სასარგებლოდ ჩაივლის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)