04:37 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 17:41:29, 875 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო. 

პირველადი სამედიცინო დახმარების თანამედროვე სტანდარტებზე  ტრენინგები პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის, ანუ მომავალ ტრენერთა და არასამედიცინო პერსონალის მომზადებას ითვალისწინებს. მოცემულ ეტაპზე, ტრენერთა ტრენინგში პენიტენციური დაწესებულებების 15 ექიმი მონაწილეობს. პროგრამა  პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებითაა  შემუშავებული. 
კურსის დასრულების შემდეგ შერჩეული წარმატებული ტრენერები   საქართველოს მასშტაბით პენიტენციურ სისტემაში მომუშავე არასამედიცინო პერსონალისთვის დაგეგმილ ტრენინგებში თანატრენერების სახით ჩაერთვებიან. 

ტრენინგები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში ტარდება. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics